სასწავლო პროექტი

მაჩვენებლიანი და ლოგარითმული ფუნქციების პრაქტიკული გამოყენება.

პროექტის მთავარი იდეა: მაჩვენებლიანი და ლოგარითმული ფუნქციები ფართოდ გამოიყენება ტექნიკისა და ყოფა-ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ერთ-ერთია მათი გამოყენება საბანკო საქმეში.

პროექტის აქტუალობა: საბანკო მომსახურება თანამედროვე ცხოვრებაში ფართოდ გამოიყენება. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეებს შეეძლებათ განსაზღვრონ, თუ რომელი ბანკი იქნება მათთვის სასურველი ანაბრების განთავსებისთის.

პროექტის მიზანი: მოსწავლეები უშუალოდ ბანკებში და ინტერნეტის გამოყენებით მოიძიებენ ვადიანი ანაბრების პირობებს „საქართველოს ბანკში“, „ვითი-ბი“ ბანკში, „ტაო-პრივატ“-ბანკში, „ლიბერთი“ ბანკში როგორც ლარებში, ისე დოლარებში; განსაზღვრავენ მოსალოდნელ ინფლაციას და განსაზღვრული თანხის ანაბარზე შესაძლო მოთავსებისას გამოთვლიან შესაძლო მოგებას (ან წაგებას) თითოეული ბანკისათვის.

მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი. მე-11 კლასი.

ვადები/ხანგრძლივიბა: 1 თვე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს შეეძლებათ რჩევის მიცემა - რომელ ბანკში განათავსონ ანაბარი.

პროექტისთის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი. ადამიანური რესურსი: კონსულტაციები ბანკის თანამშრომლებთან.

პროექტის მსვლელობა:

აქტივობა 1. კლასისათვის თემის გაცნობა, ვადის განსაზღვრა, ჯგუფებად დანაწილება, თითოეული ჯგუფის ხელმძღვანელის არჩევა.

აქტივობა 2. ჯგუფებში სამუშაოს განაწილება შესაძლებლობებისა და ინტერესის მიხედვით.

აქტივობა 3. მოსწავლეები ეძიებენ რა საფუძველი აქვს ამა თუ იმ ბანკის მიერ დაწესებულ მაღალ პროცენტულ განაკვეთს (რამდენად საიმედოა ბანკი).

აქტივობა 4. თითოეული ჯგუფის მიერ მოძიებული მასალის მიხედვით 1000 ლარიანი ანაბრის შემთხვევაში მიღებული სარგებელის გამოანგარიშება.

აქტივობა 5. შეგროვილი მასალის საფუძველზე პრეზენტაციისთვის საბოლოო სახის მიცემა.

აქტივობა 6. პროექტის პრეზენტაცია.

აქტივობა 7. შეფასება:

შეფასების კრიტერიუმები
დაბალი
5-6 ქულა.
საშუალო
7-8 ქულა.
მაღალი
9-10 ქულა.
ჩართულობა
ნაკლებად იყო ჩართული ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებაში
მოიძია ინფორმაცია, მაგრამ არასრულად
მოიძია ყოველგვარი ინფორმაცია
მოძიებული ინფორმაციის დამუშავება
ნაკლებად მიიღო მონაწილეობა მოძიებული მასალების დამუშავებაში.
მონაწიელობა მიიღო მასალების დამუშავებაში, მაგრამ ჰქონდა უზუსტობები.
მონაწილეობა მიიღო მასალების დამუშავებაში და მიაღწია მაღალ შედეგებს.
შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია
ვერ ახერხებს შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციას
უჭირს შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია. ზოგჯერ უშვებს შეცდომას.
სრულად ახერხებს შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციას, მეტყველებს კარგად და დამაჯერებლად.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

მათემატიკა

პროექტის ხელმძღვანელი: ნანული ჭანტურიძე.    

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: chanturidzenanuli@gmail.com                 




No comments:

Post a Comment