გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
ტრიგონომეტრიული  განტოლებები
საგანი/პედაგოგი
მათემატიკა/ნანული ჭანტურიძე
სწავლების საფეხური/კლასი
III საფეხური/XI კლასი
მოსწავლეთა პროფილი
19 მოსწავლე /განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები არ არიან
გაკვეთილის მნიშვენლობა/აქტუალობა
·         გაკვეთილი ხელს შეუწყობს ტრიგონომეტრიული ფუნქციების თვისებების უკეთ შესწავლას, გაახსენებს განტოლების ამოხსნას გრაფიკების გამოყენებით.
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
·         მოსწავლეებმა უნდა შეისწავლონ ტეიგონომეტრიული განტოლებების ამოხსნა გრაფიკების გამოყენებით.
·          უნდა იცოდნენ ამონახსნების ჩაწერა ზოგადი სახით და მიღებული ცოდნა გამოიყენონ მარტივი განტოლებების ამოხსნისას.
წინასწარი ცოდნა
·         იციან სინუსის, კოსინუსის და ტანგესის განმარტება.
·         ტრიგონომეტრიული ფუნქციების განსაზღვრისა და მნიშვნელობათა არეები,ზრდადობისა და კლებადობის შუალედები, მათი პერიოდულობა, ლუწობა და კენტობა, განტოლების ამოხსნის გრაფიკული ხერხი.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეთა შეფასება მოხდება 10 ბალიანი სისტემით საშინაო დავალების შესრულების ხარისხის, გაკვეთილში ჩართულობისა და შეძენილი ცოდნის გამოყენების მიხედვით.
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
სახელმძღვანელო, გ. გოგიშვილი და სხვები, ტრიგონომეტრიული ფუნქციების გრაფიკების სქემები, დაფა.
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
1.მისალმება/სიის ამოკითხვა, კლასის ორგანიზება-სამუშაო გარემოს შექმნა. (3წთ.)
აქტივობა 1. საშინაო დავალების შემოწმება, შეცდომების გასწორება(7წთ.)
აქტივობა 2. გონებრივი იერიში თემის ირგვლივ.
გავიხსენებთ sint,cost და tgt-განმარტებებს ,დამოკიდებულებას ერთეულ წრეწირზე Pწერტილის t კუთხით მობრუნებისას წერტილის კოორდინატების კუთხეზე დამოკიდებულებას, ტრიგონომეტრიული ფუნქციების მნიშვნელობებს სხვადასხვა კუთხისათვის, მათ ლუწობასა და კენტობას, ზრდადობასა და კლებადობას, განსაზღვრის არეებსა და მნიშვნელობათა სიმრავლეებს, ფუნქციის მოცემის ხერხებს.
გაკვეთილის ფაზა - ცოდნის კონსტრუირება
Sinx=m  განტოლების ამოხსნას დავუკავშირებთ y=sinx და y=m ფუნქციებისგრაფიკებს: რა შემთხვევაში კვეთს ან არ კვეთს y=m წრფე y=sinx ფუნქციის გრაფიკს, რა შემთხვევაში აქვს ან არ აქვს განტოლებას ფესვები.
შემოგვაქვს arcsinm-ის ცნება და საბოოლოდ ჩავწერთ sinx=m განტოლების ყველა ამონახსნს ფუნქციის პერიოდულობის გამოყენებით.
აქტივობა 3 - ანალოგიურად, გამოვიყენებთ y=cosx და y=tgx ფუნქციების   გრაფიკებს და ამოვხსნით cosx=m და tgx=m განტოლებებს.
(20 წთ.)
აქტივობა IV-(სწავლა კეთებით) ჯგუფური მუშაობა: მოსწავლეები ერთეული წრეწირის გამოყენებით აღწერენ sinx=m,cosx=m,tgx=m განტოლებების ამონახსნების პოვნის პროცესს
                                                   (10 წთ.)
აქტივობაV-მოსწავლეთა შეფასება და გაკვეთილზე მიღწეული შედეგების შეჯამება.
                                                   (3 წთ.)
საშინაო დავალების მიცემა:N1-  12. ამ  ამოცანების ამოხსნისას შეიძლება გამოიყენონ ცხრილები.N13,15-ა,17-ა,19-ა.
                                                   (2 წთ.)

No comments:

Post a Comment