შეფასების სქემა

შეფასების სქემა

შეფასება/კრიტერიუმები
1-2 ქულა
3-4 ქულა
5-6 ქულა
7-8 ქულა
9-10 ქულა
ჩართულობა
არ არის აქტიური, არ ცდილობს  უპასუხოს დასმულ კითხვებს.
არ არის აქტიური, მაგრამ ზოგჯერ ცდილობს დასმულ კითხვებს უპასუხოს.
ცდილობს მიიღოს მონაწილეობა გაკვეთილის მსვლელობისას, აქტიურობს, მაგრამ  ზოგჯერ უშვებს შეცდომებს.
აქტიურია, მაგრამ უჭირს შედეგების მიღწევა, ზოგჯერ უშვებს მცირე უზუსტობებს.
გაკვეთილის ყველა ეტაპზე მთლიანადაა ჩართული და შედეგებსაც აღწევს.
გაკვეთილის მსვლელობისას  მიღწეული შედეგები
ვერ იხსენებს ტრიგონომეტრიული ფუნქციების განმარტებებს, ვერ აგებს გრაფიკებს, ვერ ხსნის უმარტივეს ტრიგონომეტრიულ განტოლებებს.
აქვს გარკვეული წინა ცოდნა, მაგრამ ვერ ახერხებს გამოიყენოს ახალი საგაკვეთილო მასალის გაგებისას, ვერ აგებს ფუნქციების გრაფიკებს.
აგებს ტრიგონომეტრიული ფუნქციების გრაფიკებს, ცდილობს გამოიყენოს განტოლებების ამოხსნისას,მაგრამ დამოუკიდებლად შედეგების მიღწევა უჭირს-უშვებს შეცდომებს.
აგებს ტრიგონომეტრიული ფუნქციების გრაფიკებს, იცის განტოლებათა სისტემის ამოხსნის გრაფიკული ხერხი, მაგრამ უშვრბს შეცდომებს.
კარგად აქვს გააზრებული წინა მასალა, აგებს ტრიგონომეტრიული ფუნქციების გრაფიკებს, იყენებს მათ განტოლებათა ამოხსნისათვის, იყენებს ფუნქციათა თვისებებს განტოლებების ამონახსნთა სიმრავლეების ჩასაწერად.
ჯგუფური მუშაობის შედეგები
არ ერთვება ჯგუფურ მუშაობაში.
ნაკლებად თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან,ზოგჯერ ცდილობს ჩაერთოს ჯგუფის მუშაობაში, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევს.
ჩართულია ჯგუფის მუშაობაში, თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან, ზოგჯერ თვითონაც იჩენს ინიციატივას.
აქტიურადაა ჩართული ჯგუფის მუშაობაში, აღწევს შედეგებს, მაგრამ უჭირს შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია.
აქტიურადაა ჩართული ჯგუფის მუშაობაში, ხშირად ამჟღავნებს ლიდერის თვისებებს, აქვს კარგი შედეგები, კარგად წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციას.

No comments:

Post a Comment